23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT
23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრებაში საფრანგეთი ანგარიშით 4-2 დაამარცხა და ნახევარფინალში უნგრეთის ძლიერ  გუნდს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების წევრებმა რვა მედალი აიღეს. ოქროს მედლები ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) და ილია სულამანიძემ (100) მოიპოვეს.

ტურნირზე მეორე ადგილზე ვლადიმერ ახალკაცი (81), ალეკო მამიაშვილი (73) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი გავიდნენ.

ბრინჯაოს მედლების მფლობელები კი გიორგი ჩიქოვანი (100), გიორგი თუშიშვილი (66) და გელა ზაალიშვილი (+100) გახდნენ.

დატოვე კომენტარი