23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ქართული ფინალი გრიგალაშვილმა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 81კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა.

ოქროს მედლისთვის ერთმანეთს ტატო გრიგალაშვილი და ვლადიმერ ახალკაცი დაეჭიდნენ. ქართულ ფინალში ტატო გრიგალაშვილმა გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ვლადიმერ ახალკაცი კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ასევე ოქროს მედლისთვის იბრძოლებენ ილია სულამანიძე და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი. გირგი ჩიქოვანი (100კგ),გელა ზაალიშვილი (+100) და საბა ინანეიშვილი (+100) კი ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.

ევროპის ჩემპიონატს ადრეულ სტადიაზე ნიკა ხარაზიშვილი (90კგ) და ნინო გულბანი (70კგ) გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე გუშინ საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა – ალეკო მამიაშვილი (73კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, გიორგი თუშიშვილმა (66კგ) კი ტურნირზე ბრინჯაოს მედალი აიღო.