23 წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა
23 წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა

რუსეთის ქალაქ იჟევსკში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად 2 ოქროს მედლით საქართველოს ქალთა ნაკრები პირველ საფეხურზეა, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით ვაჟების შესაბამისი მაჩვენებელი კი მეხუთე ადგილია.

შეჯიბრის ბოლო დღეს 100 კგ. წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძემ ფინალური შეხვედრა ბელარუს დანიელ მუკეტესთან წააგო. ამავე წონით კატეგორიაში იჭიდავა 18 წლის ილია სულამანიძემ და საბოლოდ მეხუთე ადგილზე გავიდა.

იჟევსკის ევროპის ჩემპიონატზე ჩემპიონობა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და მარიამ ჭანტურიამ (70 კგ). იზეიმეს, ბრინჯაოს მედლები კი თემურ ნოზაძეს და ჯაბა პაპინაშვილს (60 კგ). გადაეცათ.