23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს ტატამზე სამი ქართველი ძიუდოისტი გამოვა
73 კგ. წონით კატეგორიაში ალეკო მამიაშვილი პირველ შეხვედრას ხვალ ჰოლანდიელ დაან ტენ ჰეუველთან ჩაატარებს. 81 კგ. წონით კატეგორიაში კი საქართველოს ნაკრების ღირსებას თამაზ კირაკოზაშვილი და ვლადიმერ ახალკაცი დაიცავენ. თამაზ კირაკოზაშვილი პირველ წრეში დაისვენებს, მეორე წრეში კი რუმინელ ანდრეი გუსასა და აზერბაიჯანელ სამირ აგაიევს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, ვლადიმერ ახალკაცის პირველი მეტოქე კვიპროსელი კირიაკოს ნიკოლაუ იქნება.
ევროპის ჩემპიონატის პირველი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრმა ჯაბა პაპინაშვილმა 60.კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო 57 კგ. წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.