კიდევ ერთი ნორვეგიული ოქრო

13:31, 15.02.2018

საკმაოდ საინტერესოდ და იშვიათი ფაქტით დასრულდა შეჯიბრი ქალთა შორის 10 კილომეტრზე თავისუფალი სტილით თხილამურებით რბოლაში, რომელშიც ბრინჯაოს მედალი ორმა სპორტსმენმა გაიყო. ნორვეგიელმა მარიტ ბიორგენმა და ფინელმა კრისტა პარმაკოსკიმ ზუსტად ერთნაირი შედეგი აჩვენეს (25:32.4) და მესამე ადგილზე გავიდნენ. რაც შეეხება ოქროს მედალს, ის კიდევ ერთმა ნორვეგიელმა, რანჰილდ ჰაგამ დაისაკუთრა, ვერცხლი კი შვედ შარლოტ კალას ხვდა წილად.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე

მსგავსი