22 წლის შემდეგ - „სამგურალი“ საქართველოს თასის პირველი ფინალისტია (ვიდეო)
22 წლის შემდეგ - „სამგურალი“ საქართველოს თასის პირველი ფინალისტია (ვიდეო)

საქართველოს თასის პირველი ფინალისტი ცნობილია. ნახევარფინალში წყალტუბოს „26 მაისის“ სახელობის სტადიონზე „სამგურალმასაჩხერეს „ჩიხურას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა.

ანგარიში 29-ე წუთზე პაპუნა ფონიავამ გახსნა. საჩხერელთა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო, 81-ე წუთზე კი გუნდი კაცნაკლული დარჩა – ბოლო იმედის ჯარიმისთვის მთავარმა არბიტრმა ნიკიტა ბასტრონი გააძევა.

ამით მასპინძლებმა ისარგებლეს და კონტრშეტევაზე მეორე გოლიც გაიტანეს – 90+4-ე წუთზე სერგო კუხიანიძე მეკარესთან პირისპირ დარჩა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა 2:0 „სამგურალის“ სასარგებლოდ.

წყალტუბოელები თასის ფინალში მეორედ გავიდნენ – პირველად გუნდმა ეს 1999 წელს შეძლო. „სამგურალი“ ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდა და ფრედ დასრულებული ძირითადი დროის (0:0) შემდეგ პენალტების სერიაში დამარცხდა 2:4.