22 წლის რაიან გარსია მსოფლიო ჩემპიონი გახდა (ვიდეო)

დალასში, American Airlines Center-ის არენაზე ერთმანეთს 22 ამერიკელი რაიან გარსია და 33 წლის ბრიტანელი ლიუკ კემპბელი დაუპირისპირდნენ.

ორთაბრძოლამ დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან გამარჯვებული მსუბუქ წონაში WBC-ის ჩემპიონის დროებით ტიტულს მოიპოვებდა.

რაიან გარსიამ მეშვიდე რაუნდში მოწინააღმდეგეს კორპუსში (ღვიძლის არეში) ძლიერი დარტყმა მიაყენა და ბრძოლა ნოკაუტით მოიგო.

22 წლის ჩემპიონს 21 ბრძოლა აქვს ჩატარებული, ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა და მარცხი ერთხელაც არ განუცდია.

საინტერესოა, რომ რაიან გარსია სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარულ მოქმედ მოკრივედ მიიჩნევა, რადგან მას „ინსტაგრამზე“ 7.8 მილიონი გამომწერი ჰყავს.

დატოვე კომენტარი