22 აგვისტოს ქართული ჭიდაობაში შინდისის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართება #1TVSPORT
22 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ შინდისში, გაიმართება შინდისის გმირებისადმი მიძღვნილი მემორიალური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, რომელშიც 60, 70, 80, +80 (აბსოლუტური) წონითი კატეგორიის ფალავნები იჭდავებენ.
შეჯიბრების დასაწყისი: 11:00 საათზე.
ტურნირის ორგანიზატორია ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის სამსახური, მხარდამჭერი საქართველოს სპორტის სამინისტრო.