21 წლის წინ, როჯერ ფედერერს დებიუტი ჰქონდა „დიდ სლემზე“
21 წლის წინ, როჯერ ფედერერს დებიუტი ჰქონდა „დიდ სლემზე“

1999 წლის 25 მაისს, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა თავისი პირველი მატჩი ჩაატარა „დიდი სლემის“ ტურნირის ძირითად ბადეში.

როლან გაროსის პირველ წრეში, ლეგენდარული შვეიცარიელი მსოფლიოს მაშინდელ მესამე ნომერს, ავსტრალიელ პატრიკ რაფტერს შეხვდა. შეხვედრა ფედერერმა ოთხ სეტში წააგო – 7:5, 3:6, 0:6, 2:6.

იმ მომენტისთვის, შვეიცარიელი მსოფლიოს 111-ე ჩოგანი იყო და ძირითად ბადეში „უაილდ-ქარდის“ მეშვეობით მოხდა.

დღეს, როჯერ ფედერერი რეკორდსმენია „დიდი სლემის“ ტურნირებზე მოგებების რაოდენობით. მის ანგარიშზე 20 ტიტულია.