21 წლის პალასიოსი „ლევერკუზენის“ მოთამაშე გახდა
21 წლის პალასიოსი „ლევერკუზენის“ მოთამაშე გახდა

„ლევერკუზენმა“ არგენტინული „რივერ პლეიტიდან“ ნახევარმცველ ესეკილ პალასიოსის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა. 21 წლის არგენტინელთან გაფორმდა კონტრაქტი, რომელიც 2025 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. ფეხბურთელი ბუნდესლიგის კლუბს 2020 წლის პირველი იანვარს შეუერთდება.

„ლევერკუზენს“ დიდი სახელი აქვს არგენტინაში. ვამაყობ იმით, რომ ვარ ამ ამბიციური კლუბის ნაწილი. მოუთმენლად ველოდები მატჩებს ბუნდესლიგასა და ევროპაში“, – აღნიშნა პალასიოსმა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა ამ სეზონში არგენტინის ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა და თითო გოლი და შედეგიანი პასი მიითვალა.