21 წლის კალათბურთელის ოთხმაგი დუბლი კოსოვოში
21 წლის კალათბურთელის ოთხმაგი დუბლი კოსოვოში

კოსოვოს საკალათბურთო ჩემპიონატში, ადგილობრივ გუნდებს შორის მატჩის დროს, სენსაციური ფაქტი დაფიქსირდა – სატურნირო ცხრილის ლიდერის, „ზეტ-მობაილ პრიშტინას“ კალათბურთელმა „ბორეას“ წინააღმდეგ ოთხმაგი დუბლი გააკეთა.

21 წლის ვალონ ბუნიაკუმ მოედანზე 40 წუთი გაატარა და 21 ქულა, 21 გადაცემა, 12 მოხსნა და 12 ჩაჭრა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი +88 იყო.

ზეტ-მობაილ პრიშტინამ“ მატჩში ანგარიშით 140:52 გაიმარჯვა. დედაქალაქური გუნდი ჩემპიონატს ლიდერობს. იგი 16 მატჩიდან არც ერთში არ დამარცხებულა და სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეა.