21 წლის ასაკისთვის გატანილი გოლებით, მბაპე მესისა და რონალდუს უსწრებს
21 წლის ასაკისთვის გატანილი გოლებით, მბაპე მესისა და რონალდუს უსწრებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს კილიან მბაპეს თავისი ასაკისთვის საუკეთესო შედეგიანობა აქვს. ფრანგი ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუსაც კი უსწრებს.

როგორც „კალჩომერკატო“-მ (CalcioMercato) დათვალა, 21 წლის ასაკამდე, მესის კლუბსა და ნაკრებში 50 გოლი ჰქონდა, რონალდუს ანალოგიური მაჩვენებელი კი 35 გოლს უდრიდა.

კილიან მბაპეს 21 წელი დეკემბერში შეუსრულდება, მაგრამ ის უკვე დიდი მანძილით უსწრებს „ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელებს. ამ მომენტისთვის, კილიანს საკლუბო და სანაკრებო დონეზე 94 გოლი დაუგროვდა.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში მბაპე „ოქროს ბუცისთვის“ ებრძვის მესის. არგენტინელი ფრანგს სამი გოლით უსწრებს.