21-წლამდელთა შორის ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
2025 წლის ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციაში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია – შესარჩევი რაუნდის წილისყრა ნიონში, უეფა-ს შტაბბინაში გაიმართა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფში ნიდერლანდებს, შვედეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მოლდოვასა და გიბრალტარს დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო რაუნდი გუნდების ნაწილისთვის მარტში დაიწყება, ხოლო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები თამაშებს სექტემბერში გამართავს.

აღნიშნულ შესარჩევში მონაწილეობა 2002 და მომდევნო წლებში დაბადებულ მოთამაშეებს შეუძლიათ. ფინალურ ეტაპს 2025 წლის ზაფხულში სლოვაკეთი უმასპინძლებს – თამაშები 8 ქალაქის 8 სტადიონზე ჩატარდება.
სლოვაკეთმა 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს პირველად 22 წლის წინ უმასპინძლა, როდესაც ევრო 2000-ის გამარჯვებული – იტალია, ხოლო ანდრეა პირლო ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე გახდა.
შესარჩევი მატჩების ჩატარების თარიღები:
ჯგუფურ ეტაპი
20-28 მარტი, 2023
12-20 ივნისი, 2023
4-12 სექტემბერი, 2023
9-17 ოქტომბერი, 2023
13-21 ნოემბერი, 2023
18-26 მარტი, 2024
2-10 სექტემბერი, 2024
7-15 ოქტომბერი, 2024
პლეი ოფი
11-19 ნოემბერი, 2024