21-წლამდელთა შემადგენლობა ცნობილია - ახალგაზრდული ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდება #1TSPORT
21-წლამდელთა შემადგენლობა ცნობილია - ახალგაზრდული ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდება #1TSPORT

3 ივნისს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდება.

ამ მატჩით რამაზ სვანაძის გუნდი 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. გორში ამხანაგური შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მატჩზე დასწრება თავისუფლია.

რუმინელებთან მატჩისთვის, 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის ოთხი ფეხბურთელი – ლუკა ხარატიშვილი, ლაშა კვარაცხელია, შაკო ოგბაიძე და ლევან ოსიყმაშვილი ახალგაზრდული ნაკრებში პირველად ითამაშებს.

U21 შემადგენლობა

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), დემეტრე ბულისკერია (დილა), ლუკა ხარატიშვილი (შუქურა)

მცველები: სანდრო კალანდაძე,, ლევან ხარაბაძე,, საბა ხვადაგიანი (სამივე – დინამო თბილისი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ლაშა კვარაცხელია (დაუგავპილსი, ლატვია), მათე აბულაძე (ტორპედო ქუთაისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი ბ, ესპანეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო)

ნახევარმცველები: გიორგი მოისწრაფიშვილი, ლევან ოსიყმაშვილი (ორივე – დინამო თბილისი), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), ნიკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (რაკოვი, პოლონეთი)

თავდასხმელები: გიორგი გაგუა (დეპორტივო ალავესი, ესპანეთი), შოთა შეყილაძე (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), შაკო ოგბაიძე (ვიქტორია ბერლინი, გერმანია)

ამ გუნდებმა 2021 წლის სექტემბერში ქალაქ ვოლუნტარიში ითამაშეს და შეხვედრა ფრედ – 1:1 დაასრულეს. იანის სტოიცას გოლს, 73-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა უპასუხა და მახვილი კუთხიდან, ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.