ცეცაძე კარიერას სხვაგან გააგრძელებს - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
ცეცაძე კარიერას სხვაგან გააგრძელებს - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
გია ცეცაძემ განცხადება დაწერა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა – მიზეზი უეფას გადაწყვეტილებაა, რომელმაც სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან ევრო2021-ის შესარჩევი ციკლის მატჩში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ცეცაძეს 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.
 
ამასთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თანამშრომლობა მათი უდიდესი სურვილის მიუხედავად არ გაგრძელდა.
„საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს გია ცეცაძე აღარ უხელმძღვანელებს. მიუხედავად ფეხბურთის ფედერაციის უდიდესი სურვილისა, გაეგრძელებინა გამოცდილ სპეციალისტთან თანამშრომლობა, მან გადაწყვიტა, რომ თავისი სამწვრთნელო კარიერა სხვაგან გაეგრძელებინა. აღნიშნული ფაქტი ჩვენთვის ძალზე სამწუხაროა, მაგრამ პატივს ვცემთ გია ცეცაძის გადაწყვეტილებას.როგორც მოგეხსენებათ, გია ცეცაძე 21 წლამდელთა ნაკრებს 2017 წლიდან წვრთნიდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ მადლობას უხდის გია ცეცაძეს გაწეული სამსახურის“ – წერია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
გავრცელებული ხმების მიხედვით, გია ცეცაძე კარეირას „საბურთალოში“ გააგრძელებს. თუმცა, ეს ვარაუდი ჯერ ოფიციალურად არც კლუბს და არც მწვრთნელს არ დაუდასტურებიათ.