21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ფეხბურთში | ლატვიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევრო 2027-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი სტუმრად ლატვიასთან ჩაატარა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში ანგარიში ლატვიელებმა გახსნეს, 59-ე წუთზე თავი გლებს პატიკამ გამოიჩინა. საქართველომ წონასწორობა მალევე აღადგინა, 62-ე წუთზე გატანილი გოლი დავით ბუკიას ანგარიშზეა.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო F ჯგუფში ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ რამაზ სვანაძის გაწვრთნილ გუნდს 2 ქულა აქვს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები შემდეგ შეხვედრას 14 ოქტომბერს, სტუმრად, მალტასთან ჩაატარებს.
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ექვსგუნდიანი ჯგუფიდან პირველადგილოსანი გადის, ხოლო მეორე ადგილზე გასული ასპარეზობას პლეი ოფში გააგრძელებს. საქართველოს, ლატვიისა და მალტის გარდა, F ჯგუფში საბერძნეთი, გერმანია და ჩრდილოეთ ირლანდია გამოდიან.