21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა 13 მარტს დაიწყება #1TVSPORT
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა 13 მარტს დაიწყება #1TVSPORT

საქართველოსა და რუმინეთში გასამართავი 21-წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის მატჩების ბილეთების გაყიდვა 13 მარტს იწყება, – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. თამაშებს საქართველოს სამი ქალაქი უმასპინძლებს – თბილისი, ქუთაისი და ბათუმი.

„მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 100 დღით ადრე, 13 მარტს დაიწყება. ბილეთები პირველ ეტაპზე სპეციალურ ფასად აბონემენტების ფორმატში გაიყიდება, რომელშიც, სტადიონების მიხედვით, გაერთიანებული იქნება ჯგუფური და მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები. აბონემენტების გაყიდვა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ჯგუფური ეტაპისა და მეოთხედფინალური ეტაპის თამაშების ინდივიდუალური ბილეთების გაყიდვა 1 მაისს დაიწყება. უეფას 21-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალისა და ფინალის ბილეთების რეალიზაცია 26 მაისიდან მოხდება“, – წერია სფფ-ის გავრცელებულ ცნობაში.

ჯგუფური და მეოთხედფინალური ეტაპის მატჩების განრიგი და აბონემენტის ფასები სტადიონების მიხედვით:

თბილისი, პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“ – A ჯგუფი:

21 ივნისი: საქართველო – პორტუგალია;

24 ივნისი: საქართველო – ბელგია;

27 ივნისი: ნიდერლანდები – საქართველო; ​

I კატეგორიის აბონემენტი – 35 ლარი;

II კატეგორიის აბონემენტი – 25 ლარი.

თბილისი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი – A ჯგუფი:

21 ივნისი: ბელგია – ნიდერლანდები;

24 ივნისი: პორტუგალია – ნიდერლანდები;

27 ივნისი: პორტუგალია – ბელგია;

1 ივლისი: მეოთხეფინალური მატჩი 1A-2C;

I კატეგორიის აბონემენტი – 50 ლარი;

II კატეგორიის აბონემენტი – 35 ლარი.

ქუთაისი, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი – C ჯგუფი

22 ივნისი: გერმანია – ისრაელი;

25 ივნისი: ინგლისი – ისრაელი;

28 ივნისი: ისრაელი – ჩეხეთი​;

2 ივლისი: მეოთხედფინალური მატჩი 1C-2A;

I კატეგორიის აბონემენტი – 50 ლარი;

II კატეგორიის აბონემენტი – 35 ლარი.

ბათუმი, „ბათუმი არენა“ – C ჯგუფი;

22 ივნისი: ჩეხეთი – ინგლისი;

25 ივნისი: ჩეხეთი – გერმანია;

28 ივნისი: ინგლისი – გერმანია;

I კატეგორიის აბონემენტი – 35 ლარი;

II კატეგორიის აბონემენტი – 25 ლარი.