21-წლამდელთა ევრო 2023-ს პორტუგალიასთან ვიწყებთ - საქართველოს ნაკრების კალენდარიც გაირკვა #1TVSPORT
21-წლამდელთა ევრო 2023-ს პორტუგალიასთან ვიწყებთ - საქართველოს ნაკრების კალენდარიც გაირკვა #1TVSPORT

ბუქარესტში გამართულ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც გაირკვა და სათამაშო კალენდარიც.

ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ავტომატურად A ჯგუფში მოხვდა, სადაც ძლიერი მეტოქეები შეხვდა – პორტუგალია, ნიდერლანდები და ბელგია.

A ჯგუფი თამაშების განრიგი:

21 ივნისი

საქართველო – პორტუგალია

ნიდერლანდები – ბელგია

24 ივნისი

საქართველო – ბელგია

ნიდერლანდები – პორტუგალია

27 ივნისი

საქართველო – ნიდერლანდები

ბელგია – პორტუგალია

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებს 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისამდე საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. საქართველოში მატჩები სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში და ბათუმში ჩატარდება. A და C ჯგუფის მატჩებთან ერთად, ორი მეოთხედფინალური შეხვედრა, ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფური ეტაპის მატჩებს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ჩაატარებს, ხოლო C ჯგუფის გუნდები (ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, ისრაელი) მატჩებს ბათუმის „აჭარაბეთ არენა“ და ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართავენ, ფინალს კი ბათუმის „აჭარაბეთ არენა“ უმასპინძლებს.