21-წლამდელთა ნაკრები მეოთხედფინალისთვის ემზადება - სვანაძემ გუნდი საგურამოში ავარჯიშა #1TVSPORT
21-წლამდელთა ნაკრები მეოთხედფინალისთვის ემზადება - სვანაძემ გუნდი საგურამოში ავარჯიშა #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 1-ელ ივლისს „დინამო არენაზე“ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდება.

ახალგაზრდულმა გუნდმა საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა. 30 ივნისს ოფიციალური რეგლამენტით გავთვალისწინებულ მატჩისწინა ვარჯიშს ჩვენი გუნდი საგურამოში, თბილისის „ლოკომოტივის“ ბაზაზე ჩაატარებს, ხოლო ვარჯიშის დღეს, დილით მასპინძელ არენაზე მთავარი მწვრთნელის – რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

პრესკონფერენციასა და საწვრთნელ პროცესზე (პირველი 15 წუთი) დასწრება მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის არის დაშვებული.

30 ივნისის განრიგი, საქართველო – ისრაელი

12:00 | „დინამო არენა“ – რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია

16:00 | „დინამო არენა“ – გაი ლუზონის პრესკონფერენცია

18:00 | ტექნიკური ცენტრი „ბასა“ – ისრაელის ახალგაზრდული ნაკრების ვარჯიში

19:00 | საგურამო, „ლოკომოტივის“ ბაზა – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ვარჯიში