21-წლამდე ნაკრები ისრაელსა და უკრაინას ნოემბერში დაუპირისპირდება #1TVSPORT
21-წლამდე ნაკრები ისრაელსა და უკრაინას ნოემბერში დაუპირისპირდება #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ნოემბერში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ავრცელებს.

რამაზ სვანაძის გუნდი, მიმდინარე წლის ბოლო შეკრების ფარგლებში, ამხანაგურ მატჩებს ისრაელის და უკრაინის ახალგაზრდული გუნდების წინააღმდეგ გამართავს.

21-წლამდე ნაკრები ისრაელს 16 ნოემბერს, ხოლო უკრაინას 21 ნოემბერს დაუპირისპირდება. სამთა ტურნირის მესამე მატჩი სტუმარ გუნდებს შორის 19 ნოემბერს ჩატარდება.

სამთა ტურნირს საქართველო უმასპინძლებს. მატჩების შესახებ სხვა დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

16 ნოემბერი – საქართველო – ისრაელი

21 ნოემბერი – საქართველო – უკრაინა

შეგახსენებთ, რომ ბუქარესტში 21-წლამდელთა ევრო 2023-ის წილისყრაზე საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან – პორტუგალია, ბელგია და ნიდერლანდები.