21 პასი საუკეთესო გოლამდე - ლამაზი კომბინაცია, რომელიც გულიაშვილმა ხორვატების კარის აღებით დაასრულა (ვიდეო)
სასტუმრო შერატონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე სეზონის საუკეთესო გოლის ავტორად გიორგი გულიაშვილი დაასახელეს.
„საბურთალოს“ 18 წლის თავდამსხმელს უნგრეთში გატანილი გოლი დაუფასეს, რომელიც საქართველოს 19-წლამდელთა შემადგენლობაში გაიტანა. 15 ოქტომბერს, დიორის „ეტო პარკზე“, რამაზ სვანაძის გაწვრთნილები ევროშესარჩევის გადამწყვეტ შეხვედრაში ხორვატიას დაუპირისპირდნენ და პირველ ადგილზე ერთი ქულითაც გადიოდნენ.
თუმცა, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ხორვატიის ძლიერი ნაკრები 2:0 დაამარცხა. გიორგი გულიაშვილმა ამ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. მან მეტოქის კარი მე-8 წუთზე აიღო.
ამ გოლში აღსანიშნავი ესაა: სანამ გულიაშვილი ხორვატთა კარს აიღებდა, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების საგოლე შეტევის დროს 21 პასი გაკეთდა.