2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლას ერზურუმი გამოეთიშა
2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლას ერზურუმი გამოეთიშა

ბუენოს აირესში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძლობაზე სამი კანდიდატი ქალაქის განაცხადი განიხილეს.

ქალაქების წარდგენის შემდეგ კი კანდიდატთა სიას თურქეთის ქალაქ ერზურუმის განაცხადი გამოეთიშა.

IOC-ის ვიცე-პრეზიდენტის ხუან ანტონიო სამარანჩის (უმცროსი) განცხადებით – ერზურუმს უმაღლესი დონის ზამთრის ასპარეზობის ჩატარებისთვის არასაკმარისი გამოცდილება აქვს. 

IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით 2026 წლის თამაშებისთვის ბრძოლას კალგარი (კანადა), სტოკჰოლმი (შვედეთი) და კორტინა დ’ამპეცოსა და მილანის იტალიელთა ერთობლივი განაცხადები გააგრძელებენ.