2026 წლის ზაფხულის TOP10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ 135 მილიონ ევროდ შეიძინა „ნოტინგემიდან“ ნახევარმცველი ელიოტ ანდერსონი. ჯერჯერობით, ეს არის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე ძვირადღირებული გარიგება. მეორე ადგილზეა რეიტინგში პორტუგალიელი მატეუშ ფერნანდეში, რომელიც „ტოტენჰემმა“ „ვესტ ჰემიდან“ 99 მილიონ ევროდ გადაიყვანა.
მიმდინარე ზაფხულის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერების ტოპ-ათეულში ინგლისური პრემიერლიგის კლუბების შვიდი ახალწვეულია, ორი ლა ლიგადან და ერთი – სერია A-დან.
2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერის რეიტინგი ასე გამოიყურება:
- ელიოტ ანდერსონი (ნოტინგემი-მანჩესტერ სიტი) – 135 მლნ
- მატეუშ ფერნანდეში (ვესტ ჰემი-ტოტენჰემი) – 99 მლნ
- ენტონი გორდონი (ნიუკასლი-ბარსელონა) – 80 მლნ
- გონსალო რამუში (პსჟ-მილანი) – 74 მლნ
- ჟერემი ჟაკე (რენი-ლივერპული) – 63,6 მლნ
- იან-პოლ ვან ჰეკე (ბრაიტონი-ტოტენჰემი) – 60 მლნ
- მარკო პალესტრა (ატალანტა-ჩელსი) – 57 მლნ
- მარკ კუკურელია (ჩელსი-რეალი) – 55 მლნ
- პიერო ინკაპიე (ლევერკუზენი-არსენალი) – 52 მლნ
10. ჟეოვანი კენდა (სპორტინგი-ჩელსი) – 50,7 მლნ