2026 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოება 26 ოქტომბერს ლონდონში ჩატარდება #1TVSPORT
2026 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოება 26 ოქტომბერს გაიმართება.
წლის ფეხბურთელს „ოქროს ბურთის“ ორგანიზატორი France Football-ი აქამდე ძირითადად პარიზში აჯილდოვებდა, წელს კი ღონისძიების ლონდონში შედგება. წლის საუკეთესო მამაკაც ფეხბურთელთან ერთად, საუკეთესო ქალ მოთამაშესაც დაასახელებენ.
ინგლისის დედაქალაქში ცერემონია „ოქროს ბურთის“ პირველი მფლობელის, ინგლისელი სტენლი მეთიუსის პატივსაცემად ჩატარდება.
გამარჯვებულების გამოვლენის პროცესში სპორტული ჟურნალისტები სამ ძირითად კრიტერიუმს დაეყრდნობიან – ინდივიდუალური გამოსვლა, გუნდური წარმატება და სამართლიანი თამაში (Fair Play).
2025 წელს „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი უსმან დემბელე გახდა. ყველაზე მეტჯერ, რვაჯერ ეს ჯილდო ლიონელ მესიმ მოიგო.