2026 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე ორი კანდიდატია - მილანი და სტოკჰოლმი
2026 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე ორი კანდიდატია - მილანი და სტოკჰოლმი

იტალიის ქალაქმა მილანმა და შვედეთის დედაქალაქმა სტოკჰოლმმა, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში 2026 წლის ზამთრის თამაშების მასპინძლობაზე, განაცხადები წარადგინეს – იტყობინება სააგენტო AFP. ოლიმპიადის მასპინძელს 2019 წლის ივნისში, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში აირჩევს.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, პრეტენდენტი ექვსი ქალაქი იყო, მაგრამ კალგარიმ (კანადა), სიონმა (შვეიცარია) და გრაცმა (ავსტრია) საკუთარი მოქალაქეებისგან მხარდაჭერა ვერ მიიღეს, იაპონიის ქალაქმა საპორომ კი გადაწყვიტა, ყურადღება 2030 წლის თამაშებზე გადაეტანა.