2026 წლის ოლიმპიადა იტალიაში გაიმართება (ვიდეო)
ორშაბათს, ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 134-ე სესიაზე, აირჩიეს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის ორგანიზატორი ქალაქი.
25-ე ზამთრის თამაშებს უმასპინძლებს იტალია, რომელსაც წარმოდგენილი ჰქონდა მილანისა და კორტინა დ’ამპეცოს ერთობლივი განაცხადი. იტალიელებმა დაამარცხეს შვედეთის დედაქალაქის სტოკჰოლმისა და ორეს ასევე ერთობლივი განაცხადი.
Milano-Cortina elected as Host City for the Winter Olympic Games 2026 @MilanoCortina26 #MilanoCortina2026 pic.twitter.com/v9MHpRMfLB
— Olympics (@Olympics) June 24, 2019
იტალიას სამჯერ უმასპინძლია ოლიმპიადებისთვის: 1956 წელს კორტინა დ’ამპეცოში (ზამთრის), 1960 წელს რომში (ზაფხულის) და 2006 წელს – ტურინში (ზამთრის).
2018 წელს, ზამთრის თამაშები პიონჩანგში ჩატარდა, 2022 წელს, მასპინძელი იქნება პეკინი.