2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა #1TVSPORT
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა #1TVSPORT

ოქტომბრის მატჩების შემდეგ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებების რიცხვი 28-მდე გაიზარდა.

დასრულდა აფრიკის ზონის ძირითადი საკვალიფიკაციო ეტაპი და გამოვლინდა 9 ნაკრები, რომელიც მომავალ წელს ჩრდილოეთ ამერიკაში გასამართ მუნდიალზე მიიღებს მონაწილეობას. ასევე აზიის ზონიდან, ოქტომბრის მატჩების შემდეგ, საგზური მოიპოვეს საუდის არაბეთმა და კატარმა. ევროპიდან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის პირველი მონაწილე ინგლისის ეროვნული გუნდი გახდა.

ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წელს ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. ისტორიაში პირველად, შეჯიბრებაში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს.

მსოფლიო ჩემპიონატის 28 მონაწილე:

მასპინძლები (3) – აშშ, კანადა, მექსიკა.

აზიის საფეხბურთო კონფედერაციიდან (8) – იაპონია, იორდანია (დებიუტანტი), კატარი, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა, უზბეკეთი (დებიუტანტი), ავსტრალია, ირანი.

აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციიდან (9) – ალჟირი, კაბო ვერდე (დებიუტანტი), ეგვიპტე, განა, კოდ დ’ივუარი, მაროკო, სენეგალი, სამხრეთ აფრიკა, ტუნისი.

სამხრეთ ამერიკის საფეხბურთ კონფედერაციიდან (6) – არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, ეკვადორი, პარაგვაი, ურუგვაი.

ოკეანეთის საფეხბურთო კონფედერაციიდან (1) – ახალი ზელანდია.

ევროპის საფეხბურთო გაერთიანებიდან (1) – ინგლისი.

ნოემბერში გამოვლინდება 3 ნაკრები, რომელიც მსოფლიო პირველობაზე ჩრდილოეთ ამერიკის კონფედერაციიდან ითამაშებს. ასევე სხვა კონფედერაციების რამდენიმე წარმომადგენელი დარჩენილი ადგილებისთვის ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებს, შედგება ინტერკონფედერაციული პლეი ოფებიც. მონაწილეთა სრული შემადგენლობა ცნობილი 2026 წლის მარტში გახდება.