2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მსაჯმა, სლავკო ვინჩიჩმა კარიერა დაასრულა #1TVSPORT

16:35, 27.07.2026

სლოვენიელმა არბიტრმა, სლავკო ვინჩიჩმა, რომელმაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი იმსაჯა, კარიერა ოფიციალურად დაასრულა.

46 წლის სლოვენიელი მსაჯისთვის მუნდიალის ფინალი კარიერის მწვერვალი აღმოჩნდა. ამ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი არგენტინა ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

სლავკო ვინჩიჩი ფიფა-ს არბიტრი 2010 წელს გახდა. 2022 წელს მან უეფა-ს ევროპის ლიგის ფინალში იმსაჯა, რომელშიც ფრანკფურტის „აინტრახტმა“ გლაზგო „რეინჯერსი“ დაამარცხა.

2024 წელს ვინჩიჩი ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრას გაუძღვა, სადაც მადრიდის „რეალმა“ „დორტმუნდს“ სძლია.

მსგავსი