2026 წელს „ბარსელონას“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე ხულიან ალვარესი იქნება #1TVSPORT
„ბარსელონამ“ 2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარ სამიზნედ ხულიან ალვარესი დაასახელა. კატალონიური კლუბი „ატლეტიკოს“ თავდამსხმელს რობერტ ლევანდოვკის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს.
ესპანური გამოცემა Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალვარესის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევროა, არგენტინელს კი კლუბთან ხელშეკრულება 2030 წლამდე აქვს. „ბარსელონაში“ ფიქრობენ, რომ ამ ფაქტორის გამო, მადრიდელები ალვარესს 200 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობენ. დიდია ალბათობა, რომ ამ სეზონის შემდეგ ლევანდოვსკი „ბარსელონას“ დატოვებს, ეს კი კატალონიელების ფინანსურ მდგომარეობას გამოასწორებს.
ალვარესთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება მხარეებს შორის პრობლემა არ იქნება, რადგან არგენტინელი ბავშვობიდან „ბარსელონას“ გულშემატკივარია.