2025 წლის ფიფა-ს საკონტინენტთაშორისო თასს კატარი უმასპინძლებს - ტურნირის ფინალისტი „პარი სენ-ჟერმენი“ იქნება #1TVSPORT
2025 წლის ფიფა-ს საკონტინენტთაშორისო თასს კატარი უმასპინძლებს - ტურნირის ფინალისტი „პარი სენ-ჟერმენი“ იქნება #1TVSPORT

ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ გამოაცხადა, რომ 2025 წლის საკონტინენტთაშორისო თასის ტურნირს კატარი უმასპინძლებს.

ტურნირში მონაწილეობას ოთხი კონტინენტის მთავარი საკლუბო ტურნირის მოქმედი გამარჯვებული მიიღებს, მათ შორის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი „პარი სენ-ჟერმენი“.

10 დეკემბერს მექსიკური „კრუს ასული“, რომელიც კონკაკაფ-ის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია, სამხრეთ ამერიკის მთავარი შეჯიბრების, ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია.

ამ მატჩის გამარჯვებული 13 დეკემბერს აფრიკის ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონს, ეგვიპტის წარმომადგენელ „პირამიდსს“ შეხვდება. ამ დაპირისპირებაში მოგებული გუნდი ფინალში გავა და 17 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის მფლობელ „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება. შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს 2025 წელს მორიგი ტიტულის მისაღებად ერთი მატჩი აშორებს.

საკონტინენტთაშორისო თასის მოქმედი გამარჯვებული მადრიდის „რეალია“.