2025 წელს ლამინ იამალი მაისურების გაყიდვის რეიტინგს ლიდერობს #1TVSPORT
„ბარსელონას“ 18 წლის გარემარბი ლამინ იამალი სათავეში ჩაუდგა 2025 წლის მსოფლიო რეიტინგს გაყიდული საფეხბურთო მაისურების რაოდენობით. ესპანელმა არგენტინელ ლეგენდას, ლიონელ მესის გაუსწრო. მარკეტინგული კვლევის მონაცემები SPORF-მა გამოაქვეყნა.
2025 წელს გაიყიდა იამალის 1 315 000 მაისური. მესი, დაახლოებით, 50 ათასით ჩამორჩა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს – 1 278 000.
ტოპხუთეულში არიან: რობერტ ლევანდოვსკი (1 110 000), კილიან მბაპე (1 020 000) და ვინისიუსი (992 000).