2025 წელს იამალს ყველაზე მეტი წარმატებული ფინტი ჰქონდა #1TVSPORT
„ბარსელონას“ გარემარბმა ლამინ იამალმა ყველაზე მეტი წარმატებული ფინტი შეასრულა 2025 წელს TOP5 ქვეყნების ჩემპიონატების ფეხბურთელებს შორის. ეს ინფორმაცია ვებგვერდმა Squawka-მ გაავრცელა.
18 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 188 ფინტი იყო.
მეორე ადგილზეა „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი ჟერემი დოკუ (111), მესამეზე – „ტოტენჰემის“ გარემარბი მოჰამედ კუდუსი (98). ხუთეულში ასევე შედიან „რეალის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე (96) და „რეალის“ გარემარბი ვინისიუსი (86).
შემდეგ მოდიან: 6. ანდრეი რაციუ (რაიო ვალეკანო) – 77, 7. იანკუბა მინტე (ბრაიტონი) – 75, 8. ნიკო პასი (კომო) – 72, 9. მაიკლ ოლისე (ბაიერნი) – 70, 10. ნიკო უილიამსი (ბილბაო) – 68.