2025-26 წლების სეზონის წინ უეფა-ს რეიტინგს „რეალი“ ლიდერობს #1TVSPORT
მადრიდის „რეალი“ სათავეში ჩაუდგა უეფა-ს საკლუბო რეიტინგს 2025-26 წლების სეზონის წინ. შემდეგ მოდიან „ბაიერნი“ და „ინტერი“. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ მეექვსე პოზიციაზეა.
უეფა-ს რეიტინგის ტოპოცეული ასე გამოიყურება:
1. რეალი – 117,5 ქულა; 2. ბაიერნი – 108,25; 3. ინტერი – 107,25; 4. მანჩესტერ სიტი – 102,75; 5. ლივერპული – 101,5; 6. პარი სენ-ჟერმენი – 94,5; 7. ლევერკუზენი – 85,25; 8. დორტმუნდი – 84,75; 9. ბარსელონა – 83,25; 10. რომა – 80,5; 11. ბენფიკა – 77,75; 12. ატლეტიკო – 77,5; 13. მანჩესტერ იუნაიტედი – 76,5; 14. ჩელსი – 76,0; 15. არსენალი – 75,0; 16. აინტრახტი – 74,0; 17. ვესტ ჰემი – 69,0; 18. ფეიენოორდი – 67,0; 19. მილანი – 66,0; 20. ატალანტა – 65,0.