2024 წლის ოლიმპიურ პროგრამაში ბრეიკ-დანსს დაამატებენ
2024 წლის ოლიმპიურ პროგრამაში ბრეიკ-დანსს დაამატებენ

ბრეიკ-დანსი შეიტანეს პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. ეს წინადადება, აგრეთვე, თამაშების პროგრამაში სერფინგის, მეკლდეურობისა და სკეიტბორდინგის შენარჩუნება მოიწონეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 134-ე სესიაზე, რომელიც ლოზანაში მიმდინარეობს. ამასთან, საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით 2020 წლის დეკემბერში მიიღებენ.

ბრეიკ-დანსს ოლიმპიურს სახეობის რანგში დებიუტი ჰქონდა 2018 წლის იუნიორთა თამაშებზე. ამ სახეობაში 16 მამაკაცი და 16 ქალი მედლების ორ კომპლექტს გაითამაშებენ.

პირველად ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში, 2020 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე მედლები გათამაშდება სერფინგში, მეკლდეურობასა და სკეიტბორდინგში.