2024 წლის ოლიმპიადაზე ძალოსნობის ტურნირის ჩატარება ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა

16:11, 30.11.2018

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადადო 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადის პროგრამაში ძალოსნობის შენარჩუნების საკითხზე მსჯელობა. ამის შესახებ ​სოკ-ის კომუნიკაციების დირექტორმა მარკ ადამსმა, ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.

ძალოსნობა, შესაძლოა, ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან წინა ოლიმპიადებზე სპორტსმენების მიერ დოპინგის მიღების გახშირებული შემთხვევების გამო ამოიღონ. დადებითი დოპინგ-სინჯების მიზეზით, ზაფხულის თამაშებზე არა ერთი შედეგი გადაიხედა, ხოლო რამდენიმე ქვეყანა დისკვალიფიცირებული იყო.

„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს, ელოდება ყველა დოპინგ-სინჯის შემოწმებას, რომელიც აშხაბადში მსოფლიოს ჩემპიონატის დროს აიღეს, – აცხადებს ადამსი. – პოზიტიური ნაბიჯები გადადგმულია, მაგრამ ​ძალოსნობის ტურნირის გამართვა 2024 წელს პარიზის ოლიმპიადაზე, ჯერ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის“.

მსგავსი