2024 წლის კოპა ამერიკა აშშ-ში გაიმართება - ტურნირში 16 გუნდი ითამაშებს #1TVSPORT
2024 წლის კოპა ამერიკა აშშ-ში გაიმართება - ტურნირში 16 გუნდი ითამაშებს #1TVSPORT

სამხრეთ ამერიკის მთავარი სანაკრებო ტურნირი – კოპა ამერიკა 2024 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება.

ჩემპიონატი ივნისისა და ივლისის თვეებში ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებს სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციის (CONMEBOL) 10 ნაკრები, აგრეთვე მიწვეული იქნება ექვსი საუკეთესო ნაკრები ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციიდან (CONCACAF). ამ ორგანიზაციებმა გააფორმეს შეთანხმება სტრატეგიულ თანამშრომლობაზე.

CONCACAF-ის ექვსი საუკეთესო გუნდი, რომლებიც გაისად კოპა ამერიკაზე ითამაშებენ, შეირჩევა CONCACAF-ის ერთა ლიგის 2023-24 წლების სეზონის შედეგების მიხედვით.

კოპა ამერიკის მოქმედი გამარჯვებული არგენტინის ნაკრებია.