2023 წლის ზაფხულში „რეალი“ ბელინგემში 90 მილიონ ევროს გადაიხდის #1TVSPORT
2023 წლის ზაფხულში „რეალი“ ბელინგემში 90 მილიონ ევროს გადაიხდის #1TVSPORT

მადრიდის „რეალს“ 2023 წლის ზაფხულში „დორტმუნდის“ ნახევარმცველის ჯუდ ბელინგემის შეძენა სურს.

რადიო Cadena SER-ის ინფორმაციით, მომდევნო წლის ზაფხულში მადრიდული კლუბი „დორტმუნდს“ დაახლოებით 90 მილიონ ევროს შესთავაზებს ნახევარმცველში, რომელსაც 29 ივნისს 19 წელი უსრულდება. თუმცა, ინგლისური კლუბებისგან კონკურენციის გამო, ინგლისელი ფეხბურთელის ფასი უფრო აიწევს და 100 მილიონ ევროს გადააჭარბებს. ბელინგემზე პრეტენდენტთა შორის არიან – „ლივერპული“ და „ჩელსი“.

თუ „რეალი“ მოახერხებს ჩანაფიქრის განხორციელებას, ამით ის ფაქტობრივად დაასრულებს ნახევარდაცვის გარდაქმნას. წელს გუნდმა შეიძინა საყრდენი ნახევარმცველი ორელიენ ჩუამენი, შარშან – ედუარდო კამავინგა. ისინი ფედე ვალვერდესთან ერთად მოაზრებიან კაზემიროს, ლუკა მოდრიჩისა და ტონი კროოსის შემცვლელებად.

ბელინგემის კონტრაქტი „დორტმუნდთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მის ხელშეკრულებაში არ არის მითითებული გამოსასყიდი თანხა, ამიტომაც ტრანსფერის განსახორციელებლად საჭირო იქნება უშუალოდ გერმანულ კლუბთან მოლაპარაკება.

გასულ სეზონში ბელინგემმა ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.