2023 წლის პირველ ტურნირზე, პორტუგალიაში ექვსი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
2023 წლის პირველ ტურნირზე, პორტუგალიაში ექვსი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT

პორტუგალია 27-29 იანვარს ძიუდოში 2023 წლის პირველ ტურნირს უმასპინძლებს. გრან პრიზე საქართველოს ნაკრები ექვსი სპორტსმენით იასპარეზებს.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებში მოახლოებული შეჯიბრისთვის ორ დებიუტანტს უხმეს.

60 კგ წონით კატეგორიაში 20 წლის ნიკა ხუზაურაშვილს ვიხილავთ, ხოლო 100 კგ-ში 2022 წლის საქართველოს ჩემპიონი ერეკლე ბაზიერიშვილი იჭიდავებს.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა პორტუგალიის გრან პრიზე:

60 კგ: გიორგი სარდალაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი

73 კგ: გიორგი ჩიხელიძე

100 კგ: ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი

+100 კგ: საბა ინანეიშვილი