2023 წელს ჯანი ინფანტინოს ხელფასი 33 პროცენტით გაიზარდა და 2.69 მილიონი ევრო შეადგინა #1TVSPORT
2023 წელს ჯანი ინფანტინოს ხელფასი 33 პროცენტით გაიზარდა და 2.69 მილიონი ევრო შეადგინა #1TVSPORT

ტელეკომპანია Sky Sports-ის ჟურნალისტმა, რობ ჰარისმა მოიპოვა ინფორმაცია ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს ხელფასის შესახებ.

მისი მონაცემებით, შვეიცარიელმა ჩინოვნიკმა 2023 წელს, ახალი ვადით არჩევის შემდეგ ხელფასის მომატებას მიაღწია. 2022 წელს მისი წლიური შემოსავალი იყო 1.99 მილიონი ევრო, რომელიც 33 პროცენტით გაიზარდა და 2.69 მილიონ ევროს მიაღწია. გარდა ამისა, ინფანტინომ მიიღო 1,93 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსი ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის გამო.

ასე რომ, 2023 წელს ფიფა-ს პრეზიდენტის სრულმა შემოსავალმა 4.21 მილიონი ევრო შეადგინა. ინფანტინოს ხელფასს განსაზღვრავს კომიტეტი, რომელიც სამი წევრისგან შედგება.