2021 წლის პირველი ბაშო 10 იანვარს დაიწყება
2021 წლის პირველი ბაშო 10 იანვარს დაიწყება

სუმოში წლის პირველ სუპერტურნირს ტოკიოს სუმოს მექა „რიოგოკუ კოკუგიკანი“ უმასპინძლებს.

იანვრის ბაშოს დაწყებამდე გამოქვეყნდა „ბანძუკე“ , რეიტინგი, რომლის მიხედვითაც ტოჩინოშინმა 3 საფეხურით წინ გადაინაცვლა და აღმოსავლეთის მე-4 მარგაშირას სტატუსით იასპარეზებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ლევან გორგაძეს ამ ბაშოზე თითქმის ყველა უძლიერეს მებრძოლთან მოუწევს დაპირისპირება.