2021 წელს ოლიმპიადის ჩატარება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გარეშე მეცნიერებს საეჭვოდ მიაჩნიათ
2021 წელს ოლიმპიადის ჩატარება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გარეშე მეცნიერებს საეჭვოდ მიაჩნიათ

ედინბურგის უნივერსიტეტის გლობალური ჯანდაცვის კათედრის გამგემ, პროფესორმა დეივ შრიდჰარმა განაცხადა, რომ 2021 წელს ტოკიოში ოლიმპიადის ჩატარება ​კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე იქნება.

„ვიცით მეცნიერებისგან, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. ვფიქრობდი, რომ ეს მოხდებოდა ერთი წლის ან წელიწადნახევრის შემდეგ, მაგრამ ახლა გვესმის, რომ, შესაძლოა, ეს უფრო ადრეც მოხდეს. თუ ჩვენ მართლაც მივიღებთ ვაქცინას მომდევნო წლის განმავლობაში, ვფიქრობ, ოლიმპიადის ჩატარება რეალურია. ვაქცინა შეცვლის თამაშის წესებს.

მაგრამ, თუ ჩვენ ვერ მივაღწევთ მეცნიერულ გარღვევას, ვფიქრობ, 2021 წელს ოლიმპიადა არარეალურად მოჩანს. ჩემი აზრით, სიტუაციის გამკლავების ერთადერთი ხერხია – ყურადღებით დავაკვირდეთ მოვლენებს, იმედიანად ვიყოთ, მხარი დავუჭიროთ მეცნიერებს და ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს“, – აღნიშნა შრიდჰარიმ.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.