2020 წლის წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრა დღეს გაიმართება
2020 წლის წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრა დღეს გაიმართება

დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე ბუდაპეშტში 2020 წლის წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება.

დღესვე გახდება ცნობილი, ვინ იქნებიან ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები.

კენჭისყრას საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დათო რურუა, ფედერაციის ვიცე პრეზიდენტები- ალექსანდრე ბითაძე და ალექსანდრე ნიკოლაიშვილი დაესწრებიან.

ბუდაპეშტში გასამართ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 16 გუნდი ითამაშებს

I კალათი: სერბეთი, ესპანეთი, ხორვატია, იტალია

IIკალათი: საბერნეთი, მონტენეგრო, რუსეთი, უნგრეთი

IIIკალათი: საქართველო, სლოვაკეთი, რუმინეთი, თურქეთი

IV კალათი: გერმანია, საფრანგეთი, მალტა, ჰოლანდია

ევროპის ჩემპიონატი ბუდაპეშტში 2020 წლის 12-26 იავარს გაიმართება. საქართველოს ნაკრები კონტინენტის საუკეთესო გუნდებს შორის ზედიზედ მეოთხედ მოხვდა