2020 წლის ოლიმპიადის ჩატარების მინისტრი - უნდა მოვემზადოთ უარესი სცენარისთვის
2020 წლის ოლიმპიადის ჩატარების მინისტრი - უნდა მოვემზადოთ უარესი სცენარისთვის

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების მინისტრმა სეიკო ჰასიმოტომ კორონავირუსის გავრცელების გამო, მოვლენათა განვითარების ნეგატიური სცენარი არ გამორიცხა. ამის შესახებ მან იაპონიის პარლამეტში გამოსვლისას ილაპარაკა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ყველაზე უარესი სცენარისთვის მომზადება, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი ძალისხმევა წარმატების მისაღწევად. მუშაობის გეგმა ისეა შედგენილი, რომ შევძლოთ ტოკიოს ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფა”, – განაცხადა ჰასიმოტომ.

ვირუსის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ.

„ იაპონიისთვის ავადმყოფობის გავრცელების შესაჩერებლად მომდევნო ორი კვირა გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება”, – განაცხადა აბემ.

კორონავირუსის გავრცელების გამო, გაუქმდა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში და მსოფლიოს ჩემპიონატი შორტ-ტრეკში. ეს ტურნირები სამხრეთ კორეაში უნდა გამართულიყო.

ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადა 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა გაიმართოს.