2020 წლის ოლიმპიადაზე ყველაზე ძვირფასი ბილეთები 60 ათასი დოლარი ღირს
2020 წლის ოლიმპიადაზე ყველაზე ძვირფასი ბილეთები 60 ათასი დოლარი ღირს

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ორგანიზატორები იაპონიის მოქალაქეებს ზაფხულის თამაშებზე დასწრების განსაკუთრებულ პაკეტებს სთავაზობენ, რომლის ღირებულება 60 ათასი დოლარ იქნება, – იტყობინება სააგენტო „ეი ფი“ (AP).

იტყობინებიან, რომ პაკეტი საშუალებას მისცემს მის მფლობელს დაესწროს გახსნისა და დახურვის ცერემონიას და მძლეოსნობის ტურნირს, რომელიც ცხრა დღე გრძელდება. მის განკარგულებაში იქნება მოხერხებული სავარძელი, მას მიართმევენ მდიდრულ ვახშამს უძვირფასესი შამპანურითა თუ ღვინოებით. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება ვარსკვლავთა კონცერტებზე დასწრება, რომლებიც ოლიმპიადის დღეებში გაიმართება.

არის კიდევ უფრო იაფი პაკეტი – 1500 დოლარი დღეში შედარებით ნაკლებად პოპულარული სპორტის სახეობის ტურნირზე.

2020 წელს ტოკიოში ოლიმპიური თამაშები 24 ივლისიდან ცხრა აგვისტომდე გაიმართება.