2020 წლის ოლიმპიადამ რეკლამისგან შემოსავლების რეკორდი გააუმჯობესა
2020 წლის ოლიმპიადამ რეკლამისგან შემოსავლების რეკორდი გააუმჯობესა

ამერიკულმა კომპანია NBC Sports-მა გამოაცხადა, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის დროს რეკლამისგან შემოსავალი 1.25 მილიარდ დოლარს გაუტოლდება.

როგორც პორტალი Inside the Games იტყობინება, ეს არის ახალი რეკორდი ოლიმპიური თამაშებისთვის. ამასთან, ამ მომენტისთვის გაყიდულია სარეკლამო სლოტების 90 პროცენტი. პარალიმპიადის ყველა რეკლამა კი სრულად არის რეალიზებული.

ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია 24 ივლისს გაიმართება.