2020 წლის კოპა ამერიკას არგენტინა და ჩილე გახსნიან

19:09, 04.12.2019

ცნობილი გახდა 2020 წლის კოპა ამერიკას ჯგუფების შემადგენლობები. ეს ტურნირი 12 ივნისიდან 12 ივლისამდე არგენტინასა და კოლუმბიაში გაიმართება. ვადები ზუსტად ემთხვევა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს.

ტურნირი ახალი ფორმატით ჩატარდება – გუნდები ორ ჯგუფად იქნებიან დაყოფილნი:

A ჯგუფი – არგენტინა, ჩილე, ურუგვაი, პარაგვაი, ბოლივია, ავსტრალია (მიწვეული გუნდი);

B ჯგუფი – კოლუმბია, ბრაზილია (მოქმედი ჩემპიონი), პერუ, ეკვადორი, ვენესუელა, ყატარი (მიწვეული გუნდი).

გახსნის მატჩი 12 ივნისს. ბუენოს აირესში „მონუმენტალის“ სტადიონზე გაიმართება არგენტინასა და ჩილეს შორის.

პლეი ოფში თითოეული ჯგუფიდან ოთხ-ოთხი გუნდი გავა. ფინალი 12 ივლისს, კოლუმბიის ქალაქ ბარანკილიაში „მეტროპოლიტანოს“ სტადიონზე შედგება.

მსგავსი