ფორმულა 1-ის 2020 წლის კალენდარში ერთი რბოლით ნაკლები იქნება. შანხაის სპორტის ფედერაცია გამოვიდა ოფიციალური განცხადებით, რომელშიც წერია, რომ ყველა სპორტული ღონისძიება გადატანილი ან გაუქმებულია კორონავირუსის ეპიდემიის დასრულებამდე.
ასე რომ, ჩინეთის გრანპრი ოფიციალურად გაუქმებულია. ამასთან, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციას ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
ჩინეთის გრანპრის ჩატარება 19 აპრილისთვის იყო დაგეგმილი.