2020 წლიდან კოპა ამერიკა და ევროპის ჩემპიონატი ერთმანეთს დაემთხვევა
2020 წლიდან კოპა ამერიკა და ევროპის ჩემპიონატი ერთმანეთს დაემთხვევა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის საბჭომ დაადგინა, რომ სამხრეთ ამერიკის მთავარი სანაკრებო ტურნირი, კოპა ამერიკა, ლუწ წლებში გაიმართება. 2020 წლიდან მოყოლებული, ტურნირი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარდება და მისი ვადები სინქრონიზებული იქნება ევროპის ჩემპიონატთან.

გარდა ამისა, ფიფამ დაამტკიცა აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის თხოვნა და აფრიკის ერთა თასი ზამთრიდან ზაფხულზე გადაიტანა. 2023 წლიდან, ტურნირი ივნის-ივლისში გაიმართება.