2020 წელს, უეფას სუპერთასი პორტუში გაიმართება
2020 წელს, უეფას სუპერთასი პორტუში გაიმართება

უეფამ გამოაცხადა ქალაქი, რომელიც 2020 წელს სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს. ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულები ერთმანეთს პორტუგალიის ქალაქ პორტუში, „დრაგაუს“ სტადიონზე დაუპირისპირდებიან. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა უეფას სუპერთასი პორტუგალიაში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, სუპერთასს თურქეთის ქალაქი სტამბოლი მიიღებს.

ოთხშაბათს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში „ატლეტიკომ“ დამატებით დროში 4:2 დაამარცხა „რეალი“ და თავისი არსებობის ისტორიაში მესამე მოიპოვა უეფას სუპერთასი.