2020 წელს მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

23:22, 24.11.2020

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა „ფრანს ფუტბოლმა“ შეადგინა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების რეიტინგი. სიას სათავეში ჩაუდგა „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი – მისმა შემოსავალმა 120 მილიონი ფუნტი შეადგინა.

მეორე ადგილზეა პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო – 109 მილიონი. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მან და მესიმ შეძლეს 100-მილიონიანი ზღვარის გადალახვა.

სამეულში მოხვდა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი – 87 მილიონი ფუნტი.

ამის შემდეგ, რეიტინგში დიდი ჩამორჩენით მოდიან: გარეტ ბეილი (35,45 მლნ), ანტუან გრიზმანი (35,25), ედენ აზარი (32,06), ანდრეს ინიესტა (31,14), რაჰიმ სტერლინგი (30,96), რობერტ ლევანდოვსკი (26,56) და კილიან მბაპე (24,73).

მსგავსი